"თავად "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ჩამოაყალიბეს "ნაციონალური ოცნება" და ისინი თანამშრომლობენ ნაციონალების ძველ წარმომადგენლებთან - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილის "კვირის პალიტრისთვის” მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილის საპასუხოდ, სადაც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ალასანიას გამოსვლები ძალიან ჰგავს გიგა ბოკერიას გამოსვლებს. როგორც ივანიშვილი ამბობს, ეჭვიც კი შეეპარა, ალასანიას ტექსტს ბოკერია ხომ არ უწერს.
ირაკლი ალასანია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც "დეფაქტო პრემიერი" ნუ ჩატოვებს სახელისუფლო გუნდს წარსულში და იფიქრონ მომავალზე.
"ეს არ არის ჩემთვის ახალი და უეცარი, დიდი ხანია ამას ცდილობს თავად ივანიშვილი და მის მიერ შეკვეთილი სტატიები თუ მედია საშუალებები, რომ გაავრცელონ ასეთი ჭორი თუ ინფორმაცია. ჩვენ ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
ალასანიამ ივანიშვილს და უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან თანამშრომლობა შეახსენა. "თავად "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ჩამოაყალიბეს "ნაციონალური ოცნება" და ისინი თანამშრომლობენ ნაციონალების ძველ წარმომადგენლებთან. მთავარი არის ის, რომ იმ წუთიდან, როცა ჩვენ დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობა", მე და "თავისუფლამა დემოკრატებმა" დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეუმჯობესებინა ქვეყანა და იმ მიმართულებით, როგორიცაა თავდაცვა, ევროატლანტიკური მიმართულება, მივაღწიეთ კიდეც ხელშესახებ შედეგს. მოვუწოდებ ივანიშვილს, იფიქროს მომავალზე და არ შეიძლება წარსულში ჩარჩეს ისიც და მთელი ხელისუფლება, რომელიც მასზეა აწყობილი. ის ხომ დეფაქტო პრემიერია?!", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.