8 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ერთდროულად მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პირველი აფეთქება ერაყის საზღვართან მოხდა. შეიარაღებულმა მებრძოლებმა ჭურვები და ცეცხლი თურქი სამხედროების მისამართით გახსნეს. მცირე ინტერვალით კი მეორე აფეთქება ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარ-ბაქირში განხორციელდა, სადაც ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბი გააქტიურდა.
დაშავებულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.