ბორჯომში "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გიუაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის, გედევან ფოფხაძის ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.
მისი განცხადებით, ბესიკ ფოფხაძემ, რომელიც ბორჯომის საკრებულოს წევრია, თანმხლებ პირებთან ერთად, მას გზა გადაუღობა და არ მისცა საარჩევნო აგიტაციის ჩატარების შესაძლებლობა.
"დროშით, ავტომანქანით, მეგაფონით მოვუწოდებდით მოსახლეობას "ლეიბორისტული პარტიის" მხარდასაჭერად. ასევე აღვნიშნავდით, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოგვატყუა, გედევან ფოფხაძემ მოგვატყუა. სამმა ავტომანქანამ გადაგვიკეტა გზა, დაგვესხნენ თავს, მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამას შეესწრო მთელი უბანი, ეს არის ძალადობა, დაახლოებით "კორცხელის ინციდენტის" მსგავი", - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.