თინა ხიდაშელი: ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ
11-08-2016, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 

”1. საკონსტიტუციოს ყველა დროის საუკეთესო მოსამართლემ მითხრა გუშინ "მოსამართლე თავის სათქმელს გადაწყვეტილებებში ამბობსო" და ზუსტად ასეა; 2. ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ. ეს რა უბედურებაა. სასამართლოს ეს ჯგუფი, ის ჯგუფი, პასუხი, პასუხის პასუხი, მერე კიდევ პასუხის პასუხი; 3. თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუ კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს ემსახურებით, კარი დახურეთ, მანტია ჩაიცვით და გადაწყვეტილებებში თქვით თქვენი სათქმელი; 4. ისე ვერ დაგემშვიდობებით, სულ „ნაცების“ არიანო ეგ ბოროტებიო და საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობდა ყოფილი რეჟიმიო, წერილი დაწერილა გუშინ და რად უნდათ საკონსტიტუციო გადატრიალება, საკუთარ მაჟორიტარებს შეხედეთ, დაკვირვება და დიდი შრომა კი არ გინდათ, მხოლოდ სია გადაიკითხეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გადატრიალება რად უნდა ”ნაცმოძრაობას”, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ”, - წერს ხიდაშელი Facebook–ის საკუთარ გვერდზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი