შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე ესწრებოდნენ.
უწყების ცნობით, ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები განთავსდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში 25 თანამშრომელი იმუშავებს.
„ბათუმის, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) ახალი შენობების შემდეგ, დღეს უკვე დაცვის პოლიციის მეექვსე ახალი შენობა გორში გავხსენით, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლების სამუშაო პირობები და შესაბამისად, გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხი“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს", - ახცადებენ უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.