ძალიან ხშირად გვსაყვედურობდნენ - რატომ უნდა დავუჭირო მხარი, სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელს ”ქართული ოცნებისადმი” სიმპათიის გამო, - აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ "მაესტროს" ეთერში კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით გააკეთა.
”მე ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ მოვიდოდა დღე, როდესაც კოალიცია დაიშლებოდა, რადგან 2012 წელს, როდესაც კოალიცია შეიკრიბა, მისი წევრები სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები იყვნენ. ძალიან ხშირად გვსაყვედურობდნენ - რატომ უნდა დავუჭირო მხარი, სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელს ”ქართული ოცნებისადმი” სიმპათიის გამო. ეს თვითმმართველობის არჩევნებზეც იკვეთებოდა. თუმცა, დღეს უკვე ჩვენს ამომრჩეველს ექნება საშუალება გადაწყვეტილება თავისი გემოვნების მიხედვით მიიღოს არჩევნებზე. ეს საზოგადოებისადმი პატივისცემაც არის, რომ მათ რეალურად ექნებათ შესაძლებლობა ხმა ”ქართულ ოცნებას” მისცეს, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ”თავისუფალ დემოკრატებს” ”, - აღნიშნა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.