ივანიშვილს ნარმანიას პატიოსნების სჯერა, მაგრამ მის მიმართ კითხვების დასმას არ გამორიცხავს
15-02-2015, 23:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნარმანიას მიმართ კითხვების დასმას არ გამორიცხავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავების ფაქტის შეფასებისას განაცხადა, საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, თუმცა ნარმანიას პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება და არ თვლის, რომ "ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა".

 


"სამწუხაროა, რაც მოხდა. მეორე მხრივ, კარგია, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს ასეთ ფაქტებზე შესაბამისი რეაქცია აქვს. საზოგადოდ, საკადრო პოლიტიკა მარტივი არ არის. ზოგჯერ, როცა გგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე, ის მცდარი აღმოჩნდება. არა მგონია, ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, რადგან თავად კადრების კვალიფიკაციის საკითხი პრობლემურია. საჯარო მოხელეების შერჩევა არ არის მარტივი. ვიმეორებ, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს. თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს რაღაც კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება. თუმცა, ეს პირველი ფაქტია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 


ექსპრემიერის თქმით, საზოგადოებას აშფოთებს კითხვა იმის თაობაზე, ჩამოყალიბებულ კორუფციულ სქემასთან ხომ არ გვაქვს საქმე, მაგრამ ის დარწმუნებულია, "დღევანდელ მთავრობაში ასეთი რამ არ ხდება".

 


"ეს არ არის სისტემური და დღევანდელ ხელისუფლებაში კორუფციული სისტემა არ არსებობს. ნარმანიას პატიოსნებაში კი, ეჭვი არ მეპარება. სისტემური კორუფციის მაგალითს თქვენ ვერ ნახავთ. ამაში ჩემი წვლილიცაა, რადგან პრემიერობისას, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არანაირი კორუფცია არ უნდა ყოფილიყო. ღარიბაშვილიც ამ პოზიციაზეა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "დღეს საქართველოს ძალიან ღირსეული პრემიერი ჰყავს".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი