კახა კალაძე: ვინც ფიქრობს და თვლის, რომ მისი შესაძლებლობები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის
11-08-2016, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს და თვლის, რომ მისი შესაძლებლობები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, - აღნიშნული განცხადება პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ "მაესტროს" ეთერში გააკეთა.

 

 

კალაძე, ყოფილ ”თავისუფალ დემოკრატ”, გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, თამაზ შიოშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. თუმცა, აღნიშნა, რომ შიოშვილთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია.

 

 

"მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც აქვს სწორი ხედვა და იზიარებს იმ პოლიტიკურ გემოვნებას, რომელიც პარტია ”ქართულ ოცნებას” გააჩნია. ასე რომ, ჩვენი კარი დახურული არაა”, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” ასევე მზადაა მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” გამიჯნულ პირებთანაც ითანამშრომლოს.

 


”მინდა ასევე ვთქვა, რომ აშკარად იკვეთება ”ნაციონალური მოძროაბისა” და ბურჭულაძის პარტიის ინტერესები. იმ განცხადებებით, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, ისინი ახდენენ ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებების ციტირებას. მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია. დღეს საქართველოში არ ბნელა. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და იგებს”, - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი