გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ არავითარ ზეწოლასა და შანტაჟს ადგილი არ ჰქონია, - აღნიშნული განცხადება პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "მაესტროს" ეთერში გააკეთა.
"იქვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები გიორგი პაპუაშვილის მხრიდან. ვიცი რომ გამოძიება დაწყებულია ამ ფაქტზე, დაველოდოთ მის დასრულებას და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დეტალებზე საუბარი და ამ კონკრეტული ფაქტის შეფასება, თუმცა ეჭვი უკვე ჩნდება იმისა, რომ ბატონი პაპუაშვილი უკვე დაკავებულია პოლიტიკური სპეკულაციებით თავის ყოფილ, ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად. ჩემი მხრიდან გარკვეულ დეტალებში შესვლა ვფიქრობ არ იქნება სწორი, ამიტომ უმჯობესი იქნება გამოძიებას დაველოდოთ”, - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.