გია ვოლსკი: გამოვიდნენ ადამიანები, რომელთაც გადაწყვიტეს, გამოიყენონ უმცირესობების თემა, გაილაშქრონ უმცირესობაზე, შექმნან დაპირისპირება
11-08-2016, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამოვიდნენ ადამიანები, რომელთაც გადაწყვიტეს, გამოიყენონ უმცირესობების თემა, გაილაშქრონ უმცირესობაზე, შექმნან დაპირისპირება და ამ დაპირისპირების ფონზე აღმოცენდეს მათი პოლიტიკური დივიდენდი, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.

 

 

ვოლსკი აცხადებს, რომ ის რადიკალურად არ ეთანხმება პრეზიდენტის პოზიციას, თითქოს ქორწინების დეფინიციას კონსტიტუციაში დაზუსტება არ სჭირდება და ასევე არ ეთანხმება პოლიტიკურ ჯგუფებს, ”რომელთაც თავის გამოჩენა რადიკალური მოთხოვნებით დაიწყეს”.

 

 

"თუნდაც სანდრო ბრეგაძის ბოლო პერიოდის განცხადებები იყო ძალიან მკვახე. ეს მისი პოზიციაა. მას კარგად ვიცნობ, არის ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, მაგრამ ეს დროშა არავის არ ეკუთვნის. თუკი რაიმე მთავრობას გაუკეთებია, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში, ამის ქვეკუთხედი სწორედ საუკეთესო ტრადიციებია. გადაწვდნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემას, იქ უმცირესობების დაჩაგვრის აუცილებლობას და ამაზე ვიღაცეებმა პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება დაიწყებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ - ”ქართულ ოცნებას” გვაქვს მყარი პოზიცია, პარლამენტში შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო ინიციატივა და დარწუნებული ვარ, მას მივიღებთ. რაც შეეხება 225 ათასი ადამიანის ხელმოწერას, ვფიქრობ, რომ ისინიც სწორედ ასე ფიქრობენ: - არავითარი კითხვის ნიშანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მოგონილი და თითიდან გამოწოვილია თემა, თითქოს ეს მიმართულება ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს უპირისპირდება. სწორედ ამაზე უნდათ ვიღაცეებს პოლიტიკური კარიერის და ხვალინდელი დღის აგება”, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი