ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო - დღეიდან ექიმს შეუძლია, დანიშნულება ელექტრონულად გასცეს
11-08-2016, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო. აღნიშნული პროექტის მიხედვით, უკვე დღეიდან ექიმს შეუძლია, დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს.

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ელექტრონული რეცეპტი არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება ყველა ექიმის, პაციენტისა და სააფთიაქო დაწესებულების მიერ.

 

 

"სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება გადავა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე, მისი პირველი სასწრაფო ეტაპი ახლა დაიწყება, ეს არის ელექტრონული რეცეპტი. ტესტირება დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ, ტექნიკური ხარვეზები გამოსწორებულია და დღეიდან ის ამოქმედდება. მისი უპირატესობა, პირველ რიგში არის ის, რომ მოიხსნება ქაღალდის ტარების საჭიროება, რაც დიდი კომფორტია, რადგან პაციენტს ექიმთან ვიზიტისას შეეძლება მხოლოდ მისი სახელი- გვარით და პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს, რომ გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება, ისტორია. რეცეპტი გამოიწერება ასევე ელექტრონულად და აფთიაქებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა, პაციენტი ეტყვის მის პირად ნომერს და აფთიაქი გასცემს დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტს", - აღნიშნა სერგეენკომ.

 

 

დავით სერგეენკოს განმარტებით, რეცეპტის გაცემის მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა დროს მოითხოვს, ამიტომ პირველ ეტაპზე შენარჩუნდება გაცემის ძველი, აქამდე არსებული მეთოდიც.

 

 

მისივე თქმით, პროგრამის ძირითადი სარგებელი რამდენიმეა, მათ შორის იზრდება პაციენტის უსაფრთხო მკურნალობის დონე, ვინაიდან განულდება ექიმის მიერ მედიკამენტის დასახელების არასწორად ჩაწერისა და გაურკვეველი ხელნაწერით გამოწვეული არასწორი მკურნალობის რისკი.

 

 

"ექიმს საშუალება ექნება, ასევე გადახედოს მედიკამენტოზური მკურნალობის ისტორიას, რაც შეამცირებს წინა მკურნალობასთან შეუსაბამო დანიშნულების გამოწერის რისკს"'- აღნიშნა სერგეენკომ.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროგრამაში გარკვეული სააფთიაქო ქსელები და ჯანმრთელობის ცენტრები ჩაერთვებიან, დროთა განმავლობაში კი ელექტრონული რეცეპტის გაცემის პროექტი მთელს საქართველოს მოიცავს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი