გერმანია უფრო მეტ მიგრანტს აბრუნებს საზღვრებიდან და უფრო მეტს აძევებს ქვეყნიდან
11-08-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლტოლვილების მიმართ ანგელა მერკელის მიერ "ღია კარის პოლიტიკის" ვითომცდა გატარების მიუხედავად, მთავრობის ახალი ციფრები აჩვენებს, რომ უფრო მეტი ადამიანი გააბრუნეს გერმანიის საზღვრებიდან. დეპორტაციები, განსაკუთრებით დიდი ჯგუფების, ასევე გაზრდილია, – წერს "დოიჩე ველე".

 


მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ციფრები აჩვენებს, რომ გერმანიამ 2016 წლის მხოლოდ ექვს თვეში 50 პროცენტით მეტი ადამიანი გააბრუნა მისი საზღვრებიდან, ვიდრე მთლიანად გასულ, 2015 წელს.

 


ივნისის ბოლომდე სასაზღვრო კონტროლის ოფიცრებმა 13 324 ადამიანი გააჩერეს საზღვარზე და არ შეუშვეს ქვეყანაში, მაშინ როცა გასულ, 2015 წელს მთელი წლის განმავლობაში ანალოგიურმა მაჩვენებელმა 8 913 შეადგინა, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 


ასევე ჩანს, რომ გერმანია დეპორტაციის რიცხვსაც გაზრდის, რადგან 2016 წლის 6 თვის მონაცემებით 13 743 ადამიანია დეპორტირებული. 2015 წელს კი გერმანიიდან გაძევებულთა მთლიანმა რიცხვმა 20 888 შეადგინა.

 


ციფრები აჩვენებს, რომ 2015 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის თომას დე მაიზიერის მიერ წარმოდგენილმა საზღვრის კონტროლის ახალმა მექანიზმმა ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაზარდა და შესაბამისად, შედეგებიც სახეზეა, – წერს "დოიჩე ველე".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი