ასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
11-08-2016, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა განაჩენი დღეს გამოაცხადა. აბაშიძეს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა. ერთ-ერთი ბრალდების მიხედვით, აბაშიძეს ნოდარ იმნაძის ოჯახი იმნაძის მკვლელობას ედავებოდა.

 

 

სასამართლომ უშუალოდ იმნაძის საქმეზე ასლან აბაშიძეს სასჯელის სახით 2 წელი და 7 თვე მიუსაჯა, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

 

 

აბაშიძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 ათასი ლარის გადახდა მისი მმართველობის პერიოდში დაკავებული თენგიზ ასანიძისთვისაც მოუწევს.

 

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკაკავშირებითაც გამოაცხადა. ასლან აბაშიძის ცოლისძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს, სოსო გოგიტიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს, მეტსახელად „ქელფეთას“ კი თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა. დავით ხალვაში თითქმის ორი წელია პატიმრობაშია.

 


გარდაცვალების გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ აჭარის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯემალ გოგიტიძე და აბაშიძესთან დაახლოებულ პირი ელგუჯა ჯინჭარაძე.
ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს სხვადასხვა ბრალდებით აღიძრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი