გიორგი კვირიკაშვილი: თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება
11-08-2016, 05:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ "უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისთვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა".

 

 

”ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას. თუშეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომლებზეც ასევე ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, პირველ რიგში ტურიზმის განვითარების, რათა აქაურმა ოჯახებმა მეტი ინტერესი ნახონ და ქონდეთ მეტი ინტერესი იმისთვის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას. ამ გზას ექნება უსაფრთხოების დანიშნულება, რადგან ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში მოსახლეობის დამაგრებას. რა თქმა უნდა ამ გზას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენახვის დანიშნულება, რადგან გზის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მანვე თუშებს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

 

 

”მივესალმები მართლაცდა ყველაზე ლამაზ მხარეს. ეს არის საქართველოს ანდამატი, ეს არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მიხარია, რომ თუშეთობას ერთად ვზეიმობთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა აქ მცხოვრებს იმისთვის, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე შემოგვინახეთ. ძალიან მიხარია, რომ ამ დღესასასწაულში ამდენი ახალგაზრდა მონაწილეობს. პირველ რიგში მინდა მივულოცო თუშ მეცხვარეებს, რადგან მათი მეშვეობით მოხდა მოსახლეობის დამაგრება. თითოეული თუში აქ მცხოვრები არის საქართველოს ფარი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მესაზღვრე და თქვენი გმირობის მეშვეობით შევინარჩუნეთ ჩვენ ეს ულამაზესი კულტურა, რომელიც დღეს აქ გვაქვს და ვამაყობთ”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი