დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას წინააღმდეგ რიტორიკა გააძლიერა, უწოდა რა შეერთებული შტატების პრეზიდენტს მეტსახელად "ისლამური სახელმწიფოს დამფუძნებელი". ამის სესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა კომენტარი სანრაიზში, (ფლორიდა) საარჩევნო კამპანიისას გააკეთა. მან თქვა: "აისისი" თაყვანს სცემს ობამას", განაცხცადა ტრამპმა ისლამურ სახელმწიფოზე. " ის არის "აისისის" დამფუძნებელი. მან დააფუძნა აისისი. და მე ვიტყოდი, რომ თანადამფუძნებელი – უნამუსო, თაღლითი ჰილარი კლინტონია".
"რესპუბლიკელები" დიდი ხანია ცდილობენ ახლო აღმოსავლეთში არსებული უწესრიგობა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას დააბრალონ, ხშირად აკრიტიკებენ რა პრეზიდენტს "ისლამური სახელმწიფოსაგან" მომდინარე საფრთხის სათანადოდ შეუფასებლობაში. მაგრამ ტრამპი უფრო შორს წავიდა და დაიწყო იმის პირდაპირი მტკიცება, რომ ობამა ტერორისტებისადმი სიმპათიითაა განწყობილი.
"რეალითი TV –ის ყოფილმა ვარსკვლავმა გამოიყენა იგივე ტაქტიკა ოთხშაბათს, უწოდა რა პრეზიდენტს მისი სრული სახელი – ბარაქ ჰუსეინ ობამა – და ეს რამდენჯერმე გაიმეორა მისი მტკიცების ხაზგასასასმელად, რომ ობამამ Isis–ი დააფუძნა.
Isis–ის ფესვები შეერთებული შტატების მიერ 2003 წელს ერაყის დაპყრობის შემდგომი პერიოდიდან მოდის. ჯგუფი მიჩნეულია ალ ყაიდას განშტოებად, რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე თავდასხმები განახორციელა. Isis–ის დამფუძნებლად იორდანიელი მებრძოლი ტერორისტი აბუ მუსაბ ალ–ზარქავია მიჩნეული. იგი 2006 წელს ბაღდადში შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.