ვოლსკი ხიდაშელს პასუხობს: "რესპუბლიკელები" თითქოს ოლიმპზე თუ ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ
11-08-2016, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი გია ვოლსკი "რესპუბლიკური პარტიის" წევრის, თავადაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელები" თითქოს ოლიმპზე თუ ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ".

 


“ეს რაღაც გაფანტული შემოტევაა - ერთი მხრივ, ვეთანხმები, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. მეორე მხრივ, თუკი მოკვლევით დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ჯგუფი იღებდა კონკრეტულ სარჩელს, ამ სარჩელს რეგისტრაციაში არ ატარებდა, ასწორებდა და გარკვეული შენიშვნებით მოსარჩელეს უკან უბრუნებდა, რატომ არ უნდა დავუშვა მე, რომ ეს მოსამართლეები წინდაწინ ამზდებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებას?! ამ მოსამართლეებმა ახლა გინდ კარი ჩაკეტონ, გინდა ფანჯარა გააღონ და გინდ სარკმელი... როგორ შეიძლება, ამ მოსამართლეებს ჩვენ ვუთხრათ, რომ დაანაბეთ ყველაფერს თავი და სახლში რომ წახვალთ, დაფიქრდით და ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, როგორც კანონის და სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს. მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ მოსამართლეების ამ ჯგუფმა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თინას მოუსმინოს. მე ბოლო ნაწილთან დაკავშირებითაც მეპარება ეჭვი - რაღაც უხეში გამოთქმები ძალიან ეადვილებათ ხოლმე. ”რესპუბლიკელების” ხელწერასავით გახდა: ”მოგიწოდებ, ეს ასე გააკეთო”, თითქოს ოლიმპზე თუ ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია სწორია და სახელმწიფო სწორი გზით მიგვყავს”, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

 


”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ხიდაშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 


”1. საკონსტიტუციოს ყველა დროის საუკეთესო მოსამართლემ მითხრა გუშინ "მოსამართლე თავის სათქმელს გადაწყვეტილებებში ამბობსო" და ზუსტად ასეა; 2. ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ. ეს რა უბედურებაა. სასამართლოს ეს ჯგუფი, ის ჯგუფი, პასუხი, პასუხის პასუხი, მერე კიდევ პასუხის პასუხი; 3. თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუ კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს ემსახურებით, კარი დახურეთ, მანტია ჩაიცვით და გადაწყვეტილებებში თქვით თქვენი სათქმელი; 4. ისე ვერ დაგემშვიდობებით, სულ „ნაცების“ არიანო ეგ ბოროტებიო და საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობდა ყოფილი რეჟიმიო, წერილი დაწერილა გუშინ და რად უნდათ საკონსტიტუციო გადატრიალება, საკუთარ მაჟორიტარებს შეხედეთ, დაკვირვება და დიდი შრომა კი არ გინდათ, მხოლოდ სია გადაიკითხეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გადატრიალება რად უნდა ”ნაცმოძრაობას”, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ”, - წერს ხიდაშელი Facebook -ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი