გიორგი მარგველაშვილს არ ეყო სითამამე ეთქვა, რომ ის მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას, - აღნიშნული განცხადება ბლოკის „პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კუკავა მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი მორალურად და ლეგიტიმურად. მისი თქმით, "მარგველაშვილი არის ”ნაციონალებისა” და ”რესპუბლიკელების” პრეზიდენტი“.
„პრეზიდენტს აქვს არაკეთილსინდისიერი პოზიცია, მან მოატყუა ქართული საზოგადოება. არანაირი ჩანაწერი, რაც მან თქვა, სინამდვილეში კონსტიტუციაში არ წერია. აღნიშნული ჩანაწერი არის რეფერენდუმის შესახებ კანონში, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა ანალოგიური ჩანაწერი არის საარჩევნო კოდექსში და ამ ლოგიკით თუ გავყვებით მაშინ არალეგიტიმურად უნდა ვცნოთ საქართველოში ჩატარებული 1991 წლის რეფერენდუმი დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, 2003 წლის რეფერენდუმი პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ, 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტი ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ და ყველა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, ჩაწერეთ კოჟორიძე და დოლიძე, დარწმუნებული ვარ ისინი იტყვიან რომ პრეზიდენტს არანაირი იურიდიული ბარიერი არ ჰქონდა რეფერენდუმის ჩატარების", - განაცხადა კახა კუკაკავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.