ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისთვის დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ პირადობის მოწმობა და ყველა ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აწვდის.
”ქუჩის მიუსაფარი ბავშვები იყო და ნაწილობრივ რჩება სერიოზულ სოციალურ გამოწვევად. აქ იყო ბევრი ფაქტორი, ერთი - ნდობის დეფიციტი, როდესაც ისინი არ შემოდიოდნენ კონტაქტში, მათ ჰქონდათ თავისი სოციუმი. მობილური ჯგუფების მუშაობით, ეს საკითხი ნაწილობრივ მოიხსნა. პრობლემების მეორე ჯგუფი იყო, რომ მათ არასოდეს აუღიათ პირადობის მოწმობა, ვერ ხდებოდა მათი იდენტიფიკაცია და ჩართვა სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც თუნდაც ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს მიაწვდიდა. ეს იყო გართულებული ”ჯადოსნული წრე”, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად გამარტივდება. მათ შეეძლებათ მიიღონ პირადობის მოწმობა, რაც აქამდე უბრალოდ შეუძლებელი იყო და მიიღონ ყველა ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აწვდის”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, ასევე, სამგზავრო დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაუმზადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.