"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" მიერ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ "პარლამენტისკენ მოემართება კოლექტიურ ივანიშვილთა ორგანიზებული ჯგუფი, მილიონერთა ბანდების სახით". იგი "ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ "მილიონერებს" კანდიდატურების მოხსნისკენ, ხალხს კი, მათგან თავის შორს დაჭერისაკენ მოუწოდებს.
"დატოვებული მაჟორიტარული ხვრელებით პარლამენტისკენ მოემართება კოლექტიურ ივანიშვილთა ორგანიზებული ჯგუფი, მილიონერთა ბანდების სახით, ახალი მილიარდების საშოვნელად. მათი გადეპუტატება ქვეყნის დასასრულის ტოლფასი იქნება. მოვუწოდებ ჩემს ხალხს, არ გაეკაროთ მათგან მოცემულ ვერცხლს, რადგან ეს, ერთდღიანი მაძღრობა და სამუდამო სიღატაკე იქნება.
მოვუწოდებ კრიმინალ მილიარდელებს, მოხსენით თქვენი ბინძური კანდიდატურები. არც ერთი მილიონერი პოლიტიკაში - ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა",- განაცხადა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და იმ კანდიდატების ფოტოებიც წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები იყვნენ და კლასობრივ მტრებს წარმოადგენენ.
ნათელაშვილის ტქმით ასეთი კანდიდატები არიან: იოსებ მაკრახიძე, ცეზარ ჩოჩელი, გოდერძი ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე კობა ნაყოფია, ირაკლი ხახუბია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.