დავით სერგეენკო: გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც ამ შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ მატერიალური მოგების მიზნით
11-08-2016, 06:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრა.

 

 

სერგეენკოს თქმით, ინტრავენური ფორმით ჩადენილი დანაშაულები "სისტემურიდან ჩამოვიდა ერთეულ შემთხვევებზე".

 


”სააფთიაქო ნარკომანია პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ - ინტრავენური და ტაბლეტირებული ფორმები. შარშანწინდელი დიდი ცვლილებით ინტრავენური ფორმა - ”ვინტი”, ”კრაკადილი”... მართლაც ავადსახსენებელი, შემზარავი მოვლენა 95%-ზე მეტით შემცირებულია. სისტემურიდან ჩამოვიდა ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება ტაბლეტირებულ ფორმას, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც ამ შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ მატერიალური მოგების მიზნით. ცვლილებები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავატარეთ დადასტურებულად სწორია. მონიტორინგმა აჩვენა რამდენიმე ათეული აფთიაქი, რომელსაც ეს პირობები დარღვეული აქვს. ასეთ დაწესებულებებში რვა ფარვაცევტს უკვე შეუჩერდა მუშაობის უფლება. ეს პროცესები გაგრძელდება. ვფიქრობ, მონიტორინგი გვაჩვენებს აუცილებლობას საჭირო იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, როგორიც არის კანონში ცვლილებები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი