ყაჩაღობა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში - რუსმა ოკუპანტებმა 82 წლის ქალი დააყაჩაღეს. ხანდაზმულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და 1.5 ტონა თხილი წაიღეს.
"მონაწილეობას ღებულობდა სულ 6 პირი, აქედან როგორც დეიდაჩემი იტყობინება, 2 აქცენტით იყო ქართველი, დანარჩენი კი რუსი. ყაჩაღობის დროს ნაცემია 82 წლის ქალბატონი. წაღებულია 1.5 ტონა თხილი. მას ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება, მაგრამ ენგურის ხიდზე რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა წაართვეს პირადობის დამადასტურებელი დე ფაქტო აფხაზური დოკუმენტი", - აცხადებს დაზარალებული ქალბატონის ნათესავი.
თავდასხმა მოხდა სოფელ ფახულანშიც. უცნობი პირები ტაქსის მძღოლს დაესხნენ თავს და ავტომანქანა წაართვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.