გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილს თუშ მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა დაავალა
11-08-2016, 08:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კესელოს ციხე-კოშკებთან დღეს ვიზიტორთა სიმრავლეა - ომალო ტრადიციულ დღესასწაულს, "თუშეთობას" მასპინძლობს. სახალხო ზეიმს საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას და დღესასწაულზე მყოფ სტუმრებს "თუშეთობა" მიულოცა.

 

 

მთავრობის მეთაური თუშ მეცხვარეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მეცხვარეებს და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას.

"თქვენ არა მარტო შრომობთ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, ჩვენს საზღვარს,"- განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თუშ მეცხვარეებს. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა დაავალა.

 

 

"თუშეთობა 2016"-ის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი და თუშური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, დააგემოვნა თუშური კერძები, დაესწრო საზეიმო კონცერტს, მშვილდოსნობას და სხვა ტრადიციულ სპორტულ-საბრძოლო თამაშებს.

 

 

„თუშეთობის“ დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას -მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნიდან მოყოლებული, აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი