საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 117-119-ე კმ-ზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის დაცვისა და გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად კი, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მის მდგრადობას, შესაბამისად - მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, ასევე, გზის 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, რომელზეც ინტენსიური ქვისცვენა მიმდინარეობდა. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის უმეტეს დროს ერთნაირი ინტენსივობით ცვიოდა, ხშირი იყო მგზავრების, მანქანებისა და ტვირთების დაზიანების შემთხვევები. გზის ეს ნაწილი მდებარეობს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაგრძელებაზე და, პრაქტიკულად, უმოკლესი მანძილია თურქეთის გავლით ევროპიდან შემოსული და სამხრეთ კავკასიაში თუ აზიაში მიმავალი მანქანებისთვის.
პროექტის მიხედვით, ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა; ჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, გამაგრდა და 5 მეტრით გაფართოვდა გზა, გაიზარდა ნაპირი; სანაპიროს 1,5 კმ-ზე შენდება 7,71 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ცალი ტეტრაპოდი პროექტის განხორციელება 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2016 წელს იგეგმება.
სარფის ნაპირგამგარებას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 58,4 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 100 ადამიანი, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.
სანაპირო ზოლის გამაგრების, მოწყობისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრების შემდეგ, ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.