ბიძინა ივანიშვილი საეჭვო ტენდერების კვლევას აპირებს
16-02-2015, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბიძინა ივანიშვილი საეჭვო ტენდერების კვლევის მიზნით ეკონომიკურ გუნდის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობა უფრო ეფექტური უნდა გახდეს, გამგებლებს მეტი უფლებები უნდა მიეცეთ და "ეს ზემოდან ვერტიკალით არ უნდა იყოს გამყარებული". მან რეგიონებში საკადრო პრობლემების არსებობაც არ გამორიცხა.

 


"ჩვენც ჩავერთვებით ტენდერების კვლევაში. კითხვები თუ არსებობს, მათი დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, ობიექტურია. მეც ვუერთდები ამ კითხვებს და იმ ტენდერებთან დაკავშირებით, სადაც ეჭვები იქნება, ეკონომიკურ გუნდსაც შევქმნით, რომ გამოვიკვლიოთ. ვერ დაგეთანხმებით, რომ ფეოდალებად გადაიქცნენ დეპუტატები, მაგრამ, შესაძლოა, გარკვეული გამოვლინებები იყოს. ჩემი პრემიერობის დროსაც ზოგიერთ დეპუტატთან ამაზე მკაცრად მისაუბრია. თუმცა, ამას საგანგაშო მასშტაბი არ ექნება. ისევ და ისევ ადგილობრივ თვითმმართველობაზე გავამახვილებდი ყურადღებას - მმართველობა ადგილებზე უნდა გადავიტანოთ, გამგებლებს მეტი უფლებები უნდა მივცეთ და ეს ზემოდან ვერტიკალით არ უნდა იყოს გამყარებული. ეს პროცესი დაწყებულია და ამან შესაძლოა, გარკვეულწილად დააზიანოს ის ვერტიკალი, რომელიც თუნდაც შარშან არსებობდა. შესაძლოა, რეგიონებში არსებობს საკადრო პრობლემები. გადამწყვეტი ფუნქცია და როლი ისევ და ისევ საზოგადოების ორგანიზებულობას აქვს, რაშიც მეც მინდა წვლილი შევიტანო. საზოგადოების კონტროლი ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. ეს გაუადვილებს წესიერ მთავრობასა და პრემიერს, უფრო ეფექტური იყვნენ და ყველას დაუკარგონ იმის ილუზია, რომ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი ამბავი განმეორდება. ჩვენ ხარისხის გაზრდა გვინდა", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხარისხის გაზრდაში თავის წვლილს შეიტანს ტელეპროექტი "20/30", რათა საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს და არაფერი გამოეპაროს.

 


"თორემ ერთხელ გამოგვეპარა, თვალი დავხუჭეთ და მივიღეთ შედეგი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ხელმძღვანელის სახით. თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. საბოლოოდ კი ჩვენ უნდა მივიღოთ ევროპული სახელმწიფო და ამის მაქსიმალური ვადაა 2030 წელს. ამისთვის კი თითოეული მოქალაქის ძალისხმევაა საჭირო, თვალი არ უნდა მოვხუჭოთ", - განაცხადა ექსპრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი