”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის იმ კანდიდატებს უპირისპირდება, ვინც ადრე ”ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ და ახლა ”ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ.
”დღესაც რომ შეხვიდეთ „ვიკიპედიაში“, მაგალითად ბატონი გოდერძი ბუკია მოხსენიებულია, როგორც პარტია ”ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრი, ასევე ბატონი ოქრიაშვილი და ბევრნი არიან, მათი სია გრძელია. თუკი ადამიანს არასოდეს ინიციატივა არ ჰქონია, კანონპროექტი არ დაუწერია, ხმა არ ამოუღია, არაფერი უთქვამს არც კარგი, არც ცუდი, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა უნდა სვამდეს კითხვას - რა არის მასში ღირებულება, რომლის გამოც ახლა ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მასზე არჩევანის შეჩერება, გარდა იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ფული აქვს და ის აბსოლუტურად მორჩილია”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.