თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრს უპირისპირდება. ხიდაშელის განაწყენების მიზეზი გიორგი კვირიკაშვილის მიერ "ქართული ოცნების" დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებად ზოგიერთი პირის წარდგენა გახდა, რასაც იგი ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ "ფულის ტომრების" ადგილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ არის.
"უნდა იყო მორჩილი, უნდა გქონდეს ბევრი ფული და უნდა იყო მოღალატე, თუ გინდა რომ იყო კვირიკაშვილის გუნდის წევრი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა პროგრამა "მოამბეში".
იგი კონკრეტულ პარლამენტარებსაც ასახელებს, რომლებიც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყვნენ არჩევნებზე წარდგენილი, ხოლო დღეს კი ისინი "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა კანდიდატებად.
”დღესაც რომ შეხვიდეთ „ვიკიპედიაში“, მაგალითად ბატონი გოდერძი ბუკია მოხსენიებულია, როგორც პარტია ”ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრი, ასევე ბატონი ოქრიაშვილი და ბევრნი არიან, მათი სია გრძელია. თუკი ადამიანს არასოდეს ინიციატივა არ ჰქონია, კანონპროექტი არ დაუწერია, ხმა არ ამოუღია, არაფერი უთქვამს არც კარგი, არც ცუდი, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა უნდა სვამდეს კითხვას - რა არის მასში ღირებულება, რომლის გამოც ახლა ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მასზე არჩევანის შეჩერება, გარდა იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ფული აქვს და ის აბსოლუტურად მორჩილია”, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.