პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიზნებზე საუბრობს და ამბობს, სააკაშვილის და „ნაცნიონალური მოძრაობის“ მიზანი უკრაინაში "ძალიან დიდი ფულის" შოვნა და საქართველოში უკრაინული „მაიდნის“ სცენარის გადმოტანაა. ამის შესახებ მან გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, უკრიანაში ძალიან დიდი ფული იშოვონ, რასაც ისინი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ! და მეორე - სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მიზანია, უკრაინული „მაიდნის“ სცენარი საქართველოში გადმოიტანონ!“- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი შეფასებითვე, ის ქართველები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, სააკაშვილის ზონდერები არიან.
„ის ქართველები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ძალიან მცირედი გამონაკლისის გარდა, სააკაშვილის ზონდერები არიან და ახლა იმისათვის ემზადებიან, რომ საქართველოში არეულობა მოაწყონ და სააკაშვილის დასაბრუნებლად პლაცდარმი შექმნან", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ის საქართველო-უკრაინის მომავალ ურთიერთობებს ვეღარ ხედავს, რადგან საქართველოს მთავრობას იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც ნომერ პირველ კაცად სააკაშვილი ჰყავს გამოყვანილი კარგი ურთიერთობა ვერ ექნება.
„ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - ქართულ სახელმწიფოს თავმოყვარეობა რომ გააჩნდეს, უკრაინასთან ლამის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე გაამწვავებდა საკითხს“- განაცხადა ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.