70–ზე მეტი "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს
12-08-2016, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისადმი დახმარების შეჩერების მოთხოვნით შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილს 70–ზე მეტი რესპუბლიკელი აწერს ხელს.

 


BBC –ის ცნობით, ისინი ამბობენ, რომ "უგუნურება" და "არაკომპეტენტურობა" პარტიას ნოემბრის არჩევნებში ჩაძირვის რისკს უქმნის.

 


წერილში ნათქვამია, რომ ამის ნაცვლად პარტიამ ფოკუსირება უნდა მოახდინოს მოწყვლადი კანდიდატების დაცვაზე სენატისა და კონგრესის არჩევნებში.

 

 

წერილის ხელმომწერთა შორის კონგრესის ყოფილი წევრებიც არიან.

 

 

"ჩვენ გვჯერა, რომ დონალდ ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი აზროვნება, უგუნურება, არაკომპეტენტურობა, და რეკორდულ ნიშნულზე მყოფი არაპოპულარობა, არჩევნებში დემოკრატიული პარტიის უდიდესი უპირატესობით გამარჯვების მომტანი იქნება... დონალდ ტრამპის შანსები, არჩეული იყოს პრეზიდენტად, დღითიდღე ორთქლდება", ნათქვამია წერილის შავ ვარიანტში, რომელიც "პოლიტიკოს" გაეგზავნა. 

 

 

მილიარდერი ტრამპი კი აცხადებს, რომ მას ადარდებს შეწყვეტს თუ არა რესპუბლიკური პარტია მის დაფინანსებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი