ტაილანდში აფეთქებების სამიზნე ტურისტული ქალაქები გახდა, დაიღუპა ოთხი და დაშავდა ბევრი ადამიანი
12-08-2016, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტაილანდში კოორდინერებული აფეთქებების სამიზნე ტურისტული ქალაქები გახდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა.

 


BBC –ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 ბომბი აფეთქდა საკურორტო ქალაქ ჰუაჰინში. ასევე რამდენიმე აფეთქება მოხდა პარასკევს კუნძულ ფუკეთზე.

 


ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმებზე, მაგრამ ეჭვები სეპარატისტ მეამბოხეებზეა.

 


როგორც BBC წერს, აფეთქებებისთვის მგრძნობიარე დროა შერჩეული, რადგან ტაილანდელები ეს დღეები დედოფლის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

 


პოლიციამ საერთაშორისო ტერორიზმის კვალი გამორიცხა და განაცხადა, რომ არ არის ნათელი იკვეთება თუ არა სამხრეთის ამბოხებულების კავშირი.

 


თუკი აღმოჩნდება, რომ ამ თავდასხმების უკან ამბოხებულები დგანან, მაშინ ეს ტაქტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება 12 წლის კონფლიქტის შემდეგ, რომელსაც 6 000–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ მათი სამიზნე არასოდეს ყოფილა ტურისტები, აღნიშნავს BBC –ს ჟურნალისტი ჯონათან ჰედი ბანკონგიდან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი