“ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ციხისელის სახლი გატეხეს
12-08-2016, 01:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ციხისელის სახლი გატეხეს. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა.

 

 

ციხისელი ვარაუდობს, რომ მძარცველებს პარტიის შესახებ ინფორმაციის წაღება სურდათ, რაც ვერ შეძლეს.

 


”სახლიდან არც ძვირფასეულობაა წაღებული და არც ტექნიკა. ეძებდნენ კონკრეტულ საინფორმაციო წყაროს”, - განაცხადა ციხისელმა.

 


პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის თქმით, ეს არ არის რიგითი კრიმინალური შემთხვევა.

 


”ეს კავშირშია პოლიტიკურ საკითხთან. ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ. ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათთვის საჭირო ინფორმაცია იყო თამარ ციხისელის სახლში. შესაძლოა, ადგილი აქვს ჩვენი პარტიის წევრების დაშინების მცდელობასაც”, - აღნიშნა მიროტაძემ.

 

 

ორი დღის წინათ პარტიის ნაძალადევის ოფისი გაძარცვეს. როგორც მაშინ ანი მიროტაძემ განაცხადა, გაძარცვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოფისიდან საარჩევნო ინფორმაცია იყო გატანილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი