[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ნატო-მ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მოამზადა. “საქართველოს გადაუწყვეტელი კონფლიქტი”, - ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც მოთხრობილია იმ დევნილთა ისტორიები, რომლებსაც შეიარაღებული კონფლიქტის გამო, საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.
ნატო-ს "youtube"-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ფილმის სრული ვერსიაა განთავსებული, მოკლე აღწერილობაში წერია:
"რვა წელია, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის კრიზისი დაიწყო, მაგრამ ამ გასულ დროში რა მოუვიდათ იმ ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სახლები და სოფლები კონფლიქტის დროს. და არის საქართველო უფრო ახლოს შერიგებასთან რუსეთის მხარდაჭერილ ორ წართმეულ რეგიონთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან? ფილმის გადაღების დროს, ჩვენ ვესტუმრეთ წეროვანს, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია, სადაც ქვეყნის შიგნით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ, რათა შევხვედროდით რამდენიმე იმ ადამიანთაგანს, რომლებმაც თავიანთი სახლები და სოფლები დაკარგეს კონფლიქტის დროს. ჩვენ ასევე შევუერთდით ევროკავშირის მონიტორინგის მისიას პატრულირებისას, რათა გვენახა რა რეალობაში ცხოვრობს ხალხი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფ ხაზზე ცხოვრობს".
ნატო-ს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, კი დოკუმენტური ფილმის მხოლოდ 49 წამიანი მონაკვეთია განთავსებული, რომლის წინასიტყვაობაშიც ნათქვამია:
"ეს არის ნანა კახნიაშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ მისი 20 000 თანამემამულის მსგავსად საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში საზღვრის გავლება ნიშნავს, რომ ადამიანები კარგავენ თავიანთ მიწას და სამეზობლოს. კონფლიქტი, შესაძლოა, დასრულდა, მაგრამ მისი შედეგები გრძელდება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.