ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება. მასში აღნიშნულია, რომ 1990 წლიდან 1997 წლამდე თურქეთიდან საქართველოში მოწოდებული და დაუბრუნებელი ელექტროენერგიის დაბრუნება მოხდება ნაწილ-ნაწილ ელექტროენერგიის მიწოდების გზით.
"საკითხის მიმართ მეტი სიცხადის მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ 1990 წლიდან 1997 წლამდე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული და დაუბრუნებელი ელექტროენერგიის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1 700 000 000 კილოვატსაათს შეადგენდა. აღნიშნული დავალიანება აღიარებული იქნა ჯერ კიდევ 1997 წელს ორმხრივად ხელმოწერილი ოქმით, საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მიერ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.
2015 წლის აპრილში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივ ხელშეკრულებას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებასთან, ახალი ურთიერთდამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოხდა ზემოთხსენებული ელექტროენერგიის დავალიანების შემცირება 1,7 მლრდ კვტ/სთ-დან 1 მლრდ კვტ/სთ-მდე და მისი უკან - თურქეთის რესპუბლიკისთვის დაბრუნების რესტრუქტურიზაცია. კერძოდ, მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20 წელი. დაბრუნება მოხდება ნაწილ-ნაწილ ელექტროენერგიის მიწოდების გზით.
გარდა ამისა, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება, რისი ნათელი მაგალითებიც არის ყველა ის ერთობლივი პროექტი, ინვესტიციები და ორმხრივი მექანიზმები, რომლებიც შეიქმნა, განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება", ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.