საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი გადაიდო, თუმცა ძალაში რჩება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, უკრაინაში სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნებმა "შეიძლება რაღაც შეცვალოს, გადაიწიოს ვადები, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმის, რომ ჩვენ გეგმები შევცვალოთ".
დავით კერესელიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მხრიდან უკრაინასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა და ამის დამადასტურებლად მან ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის, ასევე ორი ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის და გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ვიზიტები მოიშველია.
"ეს კომუნიკაცია და ვიზიტები ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ მოვამზადოთ საქართველოს პრემიერის ვიზიტი, ყველაფერი ძალაში რჩება, შეცვლილი არაფერი არ არის. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რამემ ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას", - განაცხადა კერესელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.