რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმა იმ მოტივითა და არგუმენტით, რაც პრეზიდენტმა დაასახელა, ზოგადად, არასწორია, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სურდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხალხის ინტერესსა და პრეზიდენტის პოზიციას შორის წინააღმდეგობა შეიქმნა.
”ჩვენთვის რეფერენდუმის ჩატარება თვითმიზანი არ იყო. უბრალოდ, როდესაც ქორწინებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტის განხილვა ხდებოდა მოსახლეობასთან, მოსახლეობა გამოთქვამდა აზრს იმის შესახებ, რომ თუკი ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, აზრი ხალხისთვის გვეკითხა. დემოკრატიის ძალიან გავრცელებული ფორმაა, როცა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით კითხვას ხალხს უსვამ. შესაბამისად, მგონია, რომ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმა იმ მოტივითა და არგუმენტით, რაც პრეზიდენტმა დაასახელა, ზოგადად, არასწორია. ამ ლოგიკით ნებისმიერი არჩევნები და მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული აზრი შეიძლება არალეგიტიმურად ჩავთვალოთ, რადგან ხელისუფლებაში ”მრგვალი მაგიდის” ყოფნის შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. საკითხის ასე დასმა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რეფერენდუმის ჩატარება მიზაშეწონილი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ არც არაფერი უნდა ჩაატარო, ვიდრე ტერიტორიულ მთლიანობას არ აღადგენ. ეს კი ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ხელს არ შეუწყობს”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გედევან ფოფხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.