ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეაბილიტირებულ დამშრობი სისტემის მაგისტრალურ არხებზე გადასასვლელი ხიდების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში ჭალადიდის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 8,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს გადასასვლელი ხიდების მშენებლობა.
პროექტის ღირებულებაა 960 000 ლარი. სოფლების ჭალადიდი და პატარა ფოთი მოსახლეობას მიმდინარე წლის ბოლოდან შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სოფლებთან დამაკავშირებელი 37 ხიდით, რომელთაგანაც 24 საავტომობილოა.
2012 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 412 კმ სადრენაჟე არხს. შედეგად დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 17 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.

სოფლის მეურნეობის, მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან, საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორთნ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა ქაჯაიასთან, ხობის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ედიშერ ჯობავასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლ ჭალადიდში დამშრობი სისტემის მაგისტრალურ არხზე გადასასვლელი ხიდების მიმდინარე მშენებლობის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.