თამარ თედლიაშვილი: თამაზ შიოშვილს "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების სანაცვლოდ, "ქართული ოცნებიდან" გუბერნატორობა შესთავაზეს
12-08-2016, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გორის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ თამაზ შიოშვილს "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების სანაცვლოდ, "ქართული ოცნებიდან" გუბერნატორობა შესთავაზეს.

 

 

თედლიაშვილი ვარაუდს გამოთქვამს ასევე დავით წეწვაძის მიერ "თავისუფალი დემოკრატების" რიგების დატოვების მიზეზებზე.

 

 

„სამწუხაროდ, მან იცრუა, როცა თქვა, რომ ჩვენი პარტია გუნდთან ერთად დატოვა - ეს ასე არ არის. არის ინფორმაცია, რომ თამაზ შიოშვილსა და ბატონ წეწვაძეს მართავს "ქართული ოცნება". ჩემთვის ძალიან საწყენი იყო ბატონი თამაზ შიოშვილის გადაწყვეტილება, რადგან არავისთვის არ არის უცხო, რომ ის და ბატონი ირაკლი დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ. შიოშვილი პარტიის დაარსებიდან ჩვენი გუნდის აქტიური წევრი იყო. მე შიოშვილისგან შევიტყვე, რომ მმართველი გუნდიდან მას გუბერნატორის პოსტის დაკავება შესთავაზეს, ამაზე საუბრობენ ქალაქში და საუბრობენ "ქართულ ოცნებაშიც". შიოშვილს გუბერნატორის თანამდებობა ყოველთვის სურდა“, - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

 

 

თამარ თედლიაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის ერთხელ უკვე იყო გორის ხელისუფლებაში, თუმცა რეგიონისთვის სასიკეთო ვერაფერი გააკეთა.

 

 

"გორში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წაართვეს ბიზნესები, მიაყენეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალი. მაგალითად, გიორგი ორთანიზაშვილი, რომელიც წილს გორის წისქვილკომბინატში ფლობდა, ირაკლი ოქრუაშვილმა კი მას ეს ქონება წაართვა და ამის აღიარება ტელევიზიით მოუხდა. დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტი არ არის კანტორა. იქ წარმოდგენილი უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და მათზე ზრუნვა შეუძლიათ. ეს რესურსი ბატონ ირაკლის ნამდვილად გააჩნია",- აღნიშნა თედლიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი