საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი დავით კერესელიძე ადასტურებს, რომ უკრაინის ელჩთან საუბარი მიხეილ სააკაშვილის უკრაიანაში მაღალ პოსტზე დანიშვნასაც შეეხება, თუმცა მიიჩნევს, რომ უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევის გამო აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას, რადგან ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვევა პირველად არ ხდება.
კერესელიძის განმარტებით, ელჩი მოიწვიეს, იმიტომ რომ იგი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყანაშიდა სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ ხშირად ხდება ხოლმე ელჩის მოწვევა და ამჟამად, კერესელიძის თქმით, იქნება საუბარი უკრაინაში სააკაშვილის ბოლოდროინდელ დანიშვნაზე, რაც ერთგვარად გასაკვირი იყო.
„კიდევ ერთხელ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს და აუცილებლად გვექნება მეგობრული ურთიერთობა. დღეს უკრაინაში შექმნილი ვითარება არის რთული, უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მის გვერდით ყოფნა და თანადგომა არის უპირველესი”, - განაცხადა დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, რაც არ უნდა მოხდეს პარტნიორობას და კეთილმეზობლობას უკრაინასთან ხელს არაფერი შეუშლის, მათ შორის, არც ბოლოდროინდელი დანიშვნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.