საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთი თვის წინათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა, მოუწოდებს მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით ხელი მოაწეროს. უსუფაშვილმა მის წარმოდგენილ წინადადებას ხელი ბრიფინგის დროს მოაწერა და განაცხადა, რომ ამ წინადადების ინიციატივად ქცევას კიდევ 75 ხმა სჭირდება.
”ამას კიდევ სჭირდება მინიმუმ 75 ხმა. ამ დეკლარაციას პოლიტიკური ჯგუფები - ”რესპუბლიკური პარტია”, ”ქართული ოცნება”, ”თავისუფალი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, ”კონსერვატორები”, ”ნაციონალური მოძრაობა” შეუერთდნენ. აქ 76 კი არა, კონსტიტუციური ცვლილების მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობაა. დღეს არის ის დღე, როდესაც ამ ნაწილში უნდა დავდგეთ ერთად, ვინც ერთად დავდექით ერთი თვის წინ და საკონსტიტუციო საკითხებით სპეკულირების საშუალება არ უნდა დავუტოვოთ სხვა ძალებს.
ერთი თვის წინ, ფრაქციებმა ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ, რომელიც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მე. მე მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ერთი თვის წინ დააფიქსირა ჩვენი ურყევი რწმენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, შემოუერთდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც თქვენთან ერთად, თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს და იგი იქნება გახსნილი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევაგროვებთ მინიმუმ 76 ხმას, დავაფიქსირებთ ამ ინიციატივას პარლამენტში და მომავალი პარლამანეტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა იმას, რომელიც შესაძლოა იქნეს წარმოდგენილი ამ ინიციატივით (ნინო ბურჯანაძის ინიციატივა). დარმწუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტი ძალიან მალე ოფიციალურ ინიციატივად იქცევა”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.