წინასწარ ვიზიარებ ირაკლი ალასანიას მწუხარებას, იმიტომ რომ დამარცხებისთვის არის განწირული, - აღნიშნული განცხადება ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ აღვიქვამ. არა იმის გამო, რომ არ მიმაჩნია მძიმეწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან. დაახლოებით 1 საათის წინ საინიციატივო ჯგუფმა წარმადგინა ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატად და მე ეს წინადადება მივიღე. ჩემს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ ეს ქალაქი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი, მშობლიური და მეორე ის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მის მიერ წარდგენილი კანდიდატებით გამოხატა გარკვეული უდიერი დამოკიდებულება გორისადმი. თუ თვალს გადაავლებთ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, დაინახავთ, რომ მათ არც გამოცდილებით, პროფესიით, ცოდნით არაფერი საერთო არ აქვთ პარლამენტარიზმთან, პარლამენტის წევრის სტატუსთან და მათ არაფერი სასიკეთოს მოტანა გორისთვის არ შეუძლიათ“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.