დავით უსუფაშვილი: ფოფხაძე ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს ჩემგან წარდგენილ კანდიდატურას? ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატურად გედი ფოფხაძეს მოვიაზრებდი
12-08-2016, 07:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი ვითარება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ვისაც უფლება გვაქვს, წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატურები, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

 


”პარლამენტის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთლიანად პარლამენტი. მე ამ უფლებით აუცილებლად ვისარგებლებ და 1-ელ სექტემბრამდე პარლამენტს წარვუდგენ ღირსეულ კანდიდატურას იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გვყავდეს პრინციპული, კვალიფიციური და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე ხალხი”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 


გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ უმრავლესობა მის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, უსუფაშვილმა ხუმრობით უპასუხა, რომ ფოფხაძის კანდიდატურის წარდგენას თავად აპირებდა.

 


”ფოფხაძე ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს ჩემგან წარდგენილ კანდიდატურას? ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატურად გედი ფოფხაძეს მოვიაზრებდი. ე.ი. ვეღარ წარვადგენ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი