ფეთჰულაჰ გიულენი: პირობას ვდებ დავბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო, თუ ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ
12-08-2016, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ დავბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო, - წერს ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში გამოქვეყნებულ მასალაში აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი.

 

 

გიულენს ბრალად ედება, ბრძანების გაცემა, რომლის მიხედვითაც 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალება უნდა განხორციელებულიყო.

 

 

თავად გიულენი უარყოფს რაიმე სახის ჩართულობას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში.

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი დღეს ანკარაში, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მტკიცე ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რათა „მთლიანად ჩაჭრას ყველა ბიზნესშემხებლობა ორგანიზაციასთან, რომელსაც ხელები სისხლში აქვს ამოთხვრილი“.

 

 

მან დასძინა, რომ ყოველი ცენტი, რომელიც მიდის გიულენის მოძრაობაში, „არის ტყვია, რომელიც მოთავსებულია კასრში, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ უნდა აფეთქდეს“.

 

 

„ისევე, როგორც ბოდიშს არ ვუხდით მათ, ვინც ცეცხლს აჩენს ამ ტყვიებით, ასევე არ უნდა ვაპატიოთ მათ, ვინც აფინანსებს ამ ტყვიებს“,-განაცხადა ერდოღანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი