საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, სავიზო პოლიტიკაში ხარვეზები იყო და ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია, კერძოდ, შემოღებულია ელექტრონული ვიზის პორტალი, რომელიც საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს და ვიზიტორებს ვიზის აღებას გაუმარტივებს.
"როგორც მახსოვს, 2012 წელს შექმნილი იყო მიგრაციის კომისია, რომელშიც არა მხოლოდ საგარეო, არამედ ყველა შესაბამისი უწყება იყო, დაისახა რაღაც გეგმები, გადაიდგა ნაბიჯები. დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთხით, საქართველოში გადაიხედა სავიზო პოლიტიკა, თუმცა ყველაფერი მუშა პროცესია და ამ პროცესში გამოიკვეთა რაღაც ხარვეზები, ამას გიდასტურებთ, მაგრამ როცა გაქვს ხარვეზები, უნდა ეცადო, ეს ხარვეზები გამოასწორო", - განაცხადა კერესელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.