რაც არ უნდა ჩაწეროს საქართველოს კონსტუტუციაში დღევანდელმა პარლამენტმა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი და არც რომელიმე სხვა პოლიტიკოსის გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა, - აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი და საქართველოს უბლოკო სტატუსის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ნინო ბურჯანაძე.
”მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს უბლოკო სტატუსის ინიციატივას, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, რა ინიციატივას დაუჭიროს მხარი. უბლოკო სტატუსი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ეკონომიკური წარმატებისა და წინსვლის ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა. რაც შეეხება სპეკულაციებს, სპეკულაცია არის ის, რასაც ამდენი ხანი ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები აკეთებდნენ, მათ შორის ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებიც. სპეკულაცია არის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ის რომ დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიაჩნია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, ვიდრე ქვეყნის გამთლიანება. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრიორიტეტი არის ქვეყნის გამთლიანება და არა ნატო-ში გაწევრიანება და ამის მთავარი გარანტი არის უბლოკო სტატუსი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.