დავით უსუფაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ადამიანი, როგორც პრემიერი ეს არის ცალკე ღირებულება
12-08-2016, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ადამიანი, როგორც პრემიერი ეს არის ცალკე ღირებულება!, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ვრცელ მიმართვაში, რომელიც დღეს მის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

 

 

უსუფაშვილი მიმართვაში აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პარტიაში "დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, "ქართული ოცნება" მმართველი პარტია ვეღარ იქნება".

 

 

ამ კონტექსტში უსუფაშვილი ამომრჩეველსაც მიმართავს და აცხადებს: "ამომრჩეველი, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, ეს კარგად უნდა გაიაზროს! ხმას აძლევს მაგალითად "რესპუბლიკურ" პარტიას უსუფაშვილიან, ხიდშელიანად და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება?!".

 

 

"არ მინდა ვინმემ სხვანაირად გამიგოს, ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს. რადგან, პოლიტიკურად თუ "ქართულ ოცნებას" გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება, არც პოლიტიკურად, არც ორგანიზაციულად. დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ "ქართული ოცნება" მმართველი პარტია ვეღარ იქნება. ეს ყველაფერი ერთი წუთითაც არ ნიშნავს, რომ მე ვაკნინებ იქ მყოფი ადამიანების მნიშვნელობას. რადგან თუნდაც გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ადამიანი, როგორც პრემიერი ეს არის ცალკე ღირებულება!", - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი