ხობში სახალხო-საეკლესიო დღესასწაულს, ცოტნეობას აღნიშნავენ
12-08-2016, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დღეს სახალხო-საეკლესიო დღესასწაულს, ცოტნეობას აღნიშნავენ. როგორც Guardian.ge ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი),ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

 

 

საზეიმო წირვას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

 

 

დღის განმავლობაში, ხობში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები ტარდება. ცოტნეობის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა ლელოს ტურნირი. რომელშიც გამარჯვებულები დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვეს.

 

 

სოზარ სუბარმა და ლევან შონიამ ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში მოწყობილი ეთნოკუთხეები დაათვალიერეს, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო და ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. დღესვე ხობში „საპატიო ხობელის“ მინიჭების ცერემონიალი გაიმართა. დღის ბოლოს კი გალა-კონცერტი ჩატარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი