ინიციატივაზე პასუხი გვექნება მას შემდეგ, რაც არჩევნებში გავიმარჯვებთ და ამ იდეას ავსახავთ კონსტიტუციაში, - ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია, რა სურს ქართველს ხალხს, დაემატოს ფრაზა - დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.
”მსგავსი ტიპის ინიციატივა ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა ადრე, როდესაც წამოვაყენეთ იდეა, რომ კონსტიტუციაში ყოფილიყო დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი. მაშინ ”ქართულმა ოცნებამ” - უმრავლესობამ და მისი ნაწილი იყო ”რესპუბლიკური პარტიაც”, მხარი არ დაუჭირა ამ წინადადებას და ჩააგდო.
არჩევნების შემდეგ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ საკითხს დაუბრუნდება. ჩვენთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი თემა, აქედან გამომდინარე ჩვენს იდეას არჩევნების შემდეგ დავუბრუნდებით", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.