სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
"შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის მინისტრის, ფარუკ ჩელიკის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება მუდმივმოქმედი კომისიის რიგით მეორე შეხვედრა და გაიმართება ბიზნესფორუმი. დაგეგმილია თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრების მიერ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო ობიექტების დათვალიერება", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.