თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორში იმყოფებოდნენ.
"საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას იწყებს. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია, ხელს შეუწყობს თეთრიწყაროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდგორის მემორიალურ კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე მემორიალისცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია. ნიჩბისი-დიდგორი-დიდითონეთის საავტომობილო გზის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით). ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი და საპირფარეშოები.
პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ,,ზედა საყუდარისა“ და ,,ქვედა საყუდარის“ მოწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას,მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეიძინონ ქართული სუვენირები.
საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კონსულტაციას გაუწევს დიდგორის მემორიალური კომპლექსის ავტორი, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი", - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.