გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, აშშ-ის კონგრესის მცირე ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარეს სტივ შაბოს შეხვდა
12-08-2016, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, აშშ-ის კონგრესის მცირე ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარეს სტივ შაბოს შეხვდა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დროს განიხილეს ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. მთავრობის მეთაური კონგრესმენს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ,,აბრეშუმის გზის“ პროექტში. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და სავაჭრო პროექტების განხორცილებით, მთავრობა საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, მნიშვნელობას ზრდის.

 

 

"საუბრის დროს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული მიმდევარია და ამ მიმართულებით ქვეყანას უწყვეტი პროგრესი აქვს.

 

 

თავის მხრივ, კონგრესმენმა შაბომ დააფიქსირა აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყანა გამორჩეული და სამაგალითოა მთელი რიგი მიმართულებების მხრივ. ამ კონტექსტში კონგრესმენმა ისაუბრა დღეს არსებულ დადებით საინვესტიციო გარემოზე და განაცხადა, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია.

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩვენებზეც. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს პლურალისტულ წინასაარჩევნო გარემოს და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. გიორგი კვირიკაშვილმა და სტივ შაბომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. კონგრესმენის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და პრემიერის სამომავლო გეგმები დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი