ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის უმთავრესი პრიორიტეტი სანაპირო ზოლის და მდინარე აჭყვას კალაპოტის მოწესრიგება იქნება
13-08-2016, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის უმთავრესი პრიორიტეტი სანაპირო ზოლის და მდინარე აჭყვას კალაპოტის მოწესრიგება იქნება. პროექტის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საპროექტო სამსახურისა და საქართველოს მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ზღვის სანაპირო ზოლი და მდინარე აჭყვას კალაპოტი დაათვალიერეს. მათ ნაპირდამცავი პროექტისა და დაზიანებული ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეფექტურად განხორციელების გზებზე ისაუბრეს.

 


"ქობულეთში დაზიანებული ჯებირის სარეაბილიტაციო და სანაპირო ზოლის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობის პროექტის შეძენას გამგეობა მიმდინარე წელს გეგმავს, ხოლო ახალი ჯებირის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისა და მდინარე აჭყვას კალაპოტის მოწესრიგებისთვის პროექტი უკვე შეძენილია", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი